კახეთში მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია დასრულდა

83

კახეთში, სამთაწყარო-ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ოცწლიანი პაუზის შემდეგ სოფელ სამთაწყაროსა და სოფელ ფიროსმანის სავარგულები პირველად მოირწყა.

„პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი სატუმბი სადგურები; სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სარწყავი სისტემის 16-კილომეტრიან მაგისტრალურ არხს და მასზე არსებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს; არხები მთლიანად გაიწმინდა ბუჩქნარისა და გრუნტის ნატანისგან; დაზიანებული რკინა-ბეტონის ფილების სანაცვლოდ მოეწყო მონოლითური არმირებული ბეტონი და აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა ხიდებს, ღვარსაშვსა და წყალაღების კვანძებს.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფლების ფიროსმანისა და სამთაწყაროს 1000- ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვა გახდა შესაძლებელი.

საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით წითლიძემ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში აღდგენილი სარწყავი სისტემა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.