ზაურ დარგალი: “ალგეთში სასმელი წყლის მილების შეცვლაა საჭირო”

821

“სოფელ ალგეთში სასმელი წყლის მილების შეცვლაა საჭირო და უკვე სამუშაოების დაწყებასაც ვფიქრობთ,“-ამის შესახებ ინფორმაცია მერნეულის მერმა, ზაურ დარგალმა თქვა, ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე შპს „რუსთავწაყალიდან“ იჯარით აღებულ 13 კმ-იანი სასმელი წყლის მაგისტრალურ მილის შეცვლის პროექტზე მუშაობენ, რაც ალგეთთან ერთად 9 სოფელში სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს.

დარგალის თქმით, სოფლებში სასმელი წყლის მომარეგების კუთხით სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება.