მარნეულში სასმელი წყლის ხაზის შეცვლის პროექტის ღირებულება 3.5 მილონ ლარზე მეტია

82

“10 სოფელს წყალი მიეწოდება. მილის დაზიანების გამო რამდენიმე დღეა მოსახლეობას წყალი არ მიეწოდებოდა სოფელ ქუთლიარში, ალგეთში და კაპანახჩიში, თუმცა ახლა წყლის მიწოდება აღდგა,“- ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას შპს „მარნეულის სოფწყალის“ დირექტორმა ნაბი აბდულაევმა ისაუბრა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

მისი თქმით, დიდი მუღანლოს ტერიტორიაზე გამავალი მილის ხაზზე, ორ მეტრამდე მონაკვეთზე, ავარია მოხდა და ამიტომ წყლის მიწოდება შეაჩერეს.

„ავარიის გამომწვევი ნაწილი უკვე შეცვილილია. ორი დღის განმავლობაში თანამშრომლები მუშაობდნენ და გუშინ საქმეებს მორჩნენ და წყალი მიაწოდეს“, – ამბობს ნაბი აბდულაევი

ნაბი აბდულაევის თქმით, 14-კილომეტრიანი მილი ავარიულ მდგომარეობაშია და მერია ამ პროექტზე უკვე მუშაობს.

„ჩვენ შპს „რუსთავ წაყლი“-დან იჯარაით ავიღეთ 13 კმ-იანი სასმელი წყლის ხაზი. მისი მთლიანად შეცვლისათვის პროექტს ვამზადებთ, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდება. პროექტის ღირებულება კი 3,5 მილიონ ლარზე მეტია,“-  აცხადებს მარნეულის მერი ზაურ დარგალი.

მისი თქმით, პროექტი უკვე მზადაა და საკრებულოსა და რეგიონალური განვითარების ფონდის კომისიის მიერაც მოწონებულია.

„წელს პრემიერ-მინისტრის მიერ გარკვეული ცვლილელები უნდა განხორციელდეს და ჩვენ მის ბრძანებას ველოდებით. ჩვენი პროექტისთვის რეგიონალური განვითარების ფონდი გამოყოფს დაფინანსებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ იანვრამდე ტენდერს გამოვაცხადებთ, გაზაფხულის თვეებში კი პროექტს შევასრულებთ,“ – განაცხადა ზაურ დარგალმა

ზაურ დარგალი ამბობს, რომ გეგმის მიხედვით, მაგისტრალური ხაზის ცვლილების შემდეგ სასმელი წყლის მიწდოება 9 სოფელში მოხერხდება.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ქურთლიარში, ალგეთში და კაპანახჩში რამდენიმე დღეა სასმელი წყლის მიწოდოება შეჩერებული იყო. 10 ოქტომბერს წყლის მიწოდება აღდგა.