ბათუმში ფრიდონ ხალვაშისა და ოპიზრების ქუჩების მცხოვრებლები საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან კომპენსაციას ითხოვენ

465

ბათუმში ფრიდონ ხალვაშისა და ოპიზრების ქუჩების მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მოსახლეობის განცხადებით, ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვდნენ, თუმცა კომპენსაცია ვერ მიიღეს. ათივე თქმით, ისინი საგზაო დეპარტამენტს გულგრილობაში ადანაშაულებენ და დანაპირების შესრულებას სთხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ავტობანის მშენებლობის დაწყებამდე მათ განსახლებასა და კონპესაციას დაპირდნენ, თუმცა ამ დრომდე არანაირი პასუხი არ მიუღიათ, მშენებლობა კი დაიწყო.

“მოსახლეობა უსაფრთხო ცხოვრებისა და სიცოცხლის გარანტიას მოვითხოვთ, საკითხით ადგილობრივ ხელისუფლებაც თუ დაინტერესდება, მივესალმებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მშენებლობის პროცესს შევაჩერებთ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.