12-13 ოქტომბერს თბილისის ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალი გაიმართება

1428

ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 12-13 ოქტომბერს,
პურის ფესტივალი მეორედ გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია.

გარად ამისა, დამთვალიერებელი იხილავს თეატრალიზებულ წარმოდგენას და შემეცნებით ილუსტრაციებს პურის ცხობის ტრადიციების, ასევე, შემეცნებით ილუსტრაციებს ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ.

ამასთან, ღონისძიებაზე გამოფენილი იქნება ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები. ღონისძიება 12 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიხსნება.