ქუთაისის მერიამ ავანგარდის დასახლებაში სკვერის მოსაწყობად 524 165 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

771

ქუთაისის მერიამ სულხან-საბას ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში (“ავანგარდის დასახლება”) სკვერის მოსაწყობად 524 165 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სკვერში ძელსკამები, სათამაშო და სპორტული მოწყობილობები, ფანტანი და ველოსიპედის სადგომი დამონტაჟდება. ასევე, მიმდებარე ტერიტორია შემოისაზღვრება კედელით.

სატენდერო წინადადებების მიღება 9 ოქტომბერს დაიწყო და 30 ოქტომბერს დასრულდება.