აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის II ეტაპის სამშენებლო სამუშაოები იწყება

59

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიი ცნობით, აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები იწყება.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და კონტრაქტორი კომპანიის – შპს “ჯი პი სი-ს” წარმომადგენელმა ნუგზარ რობაქიძემ მოაწერეს. ასევე, ხელშეკრულება არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ითვალისწინებს.

“ამ ეტაპზე, აბასთუმანში არსებული წყალმომარაგების სისტემა მოძველებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს, მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. სამუშაოები ითვალისწინებს ამორტიზებული ფოლადის მილების ახლით ჩანაცვლებას, მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობა და წყალმომარაგების ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარს. დაგეგმილია მომხმარებლების გამრიცხველიანება.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა და კურორტის დამსვენებლები უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ. პროექტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ 2020 წელს წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურულ პროექტებს 256 მილიონი ლარი მოხმარდება.