ჩუღურეთის რაიონში 15 მისამართზე წყალარინების ქსელი შეიცვალა

34

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მე-3 კვარტალში, 15 მისამართზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.

„მე-3 კვარტალში 15 ლოკაციაზე წყალარინების ქსელი მოწესრიგდა. აღნიშნულ მისამართებზე ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, წყალარინების ქსელი ათწლეულებია არ შეცვლილა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა, ხოლო ამხანაგობის ანგარიშზე შეტანილი თანხა მოსახლეობამ საერთო სარგებლობის პროექტებს მოახმარა. ჩვენ წლის ბოლომდე, გეგმა-გრაფიკის მიხედვით, მსგავს პროექტებს კიდევ განვახორციელებთ“, -განაცხადა ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.

პროექტი, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიებმა შეასრულეს და ბიუჯეტმა 153 000 ლარი შეადგინა.