ზუგდიდში 15-ოქტომბრამდე რამდენიმე ქუჩა დროებით ჩაიკეტება

371

10 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტება აფაქიძის და კ.გამსახურდიას, ასევე წითელი ჯვრისა და კ.გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მიზეზი კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე დაგეგმილი გზის გამაგრების სამუშაოებია.

მერია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ალტერნატიული მარშრუტებით გადაადგილდნენ.