შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირებების გამო ლას მარგარიტასის მერი ქალაქის ქუჩებში მანქანაზე გამობმული ათრიეს

1588

მექსიკის ქალაქ ლას მარგარიტასის მერი ხორხე ლუისი შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირებების გამო ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ადმინისტრაციის შენობიდან მოიტაცეს, სატვირთო მანქანაზე გამოაბეს და ქალაქის ქუჩებში ათრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამომრჩევლებს ლუისი გზების მოწესრიგებას ჰპირდებოდა. საბოლოოდ მერის გადარჩენა პოლიციელებმა შეძლეს. ოპერაციისას 10 ადამიანი დაშავდა, 11 კი სამართალდამცველებმა დააპატიმრეს. მძიმედ დაშავებული მერი საავადმყოფოში გადაიყვანეს.