მარნეულის სოფელ შაუმიანში ხიდის ასაშენებლად მერია 734 820 ლარს დახარჯავს

39

მარნეულის მერია სოფელ შაუმიანში, მდინარე შულავერაზე გადასასვლელი ამორტიზირებული ხიდის დემონტაჟისა და ახლის მშენებლობაში 734 820 ლარს დახარჯავს.

როგორც მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერშია აღნიშნული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დამტკიცდა, რომ აღნიშნული ხიდი ექსპლუატაციისათვის უვარგისია.

„ახალი კაპიტალური ხიდის მოწყობის სამუშაოების განხორციელება გულისხმობს საავტომობილო გზაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობას თვით ხიდის, მისასვლელი გზისა და სარეგულაციო და დამცავი ნაგებობების ჩათვლით“ – აღნიშნულია ხიდის მშენებლობის პროექტში.

სოფელ შაუმიანში, მდინარე შულავერაზე გადასასვლელი ამორტიზირებული ხიდის დემონტაჟისა და ახალი სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის ტენდერი მარნეულის მერიამ 3 ოქტომბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 19-დან 24 ოქტომბრამდე პერიოდში შეეძლებათ.