ქუთაისის მერიამ შადრევნის მოსაწყობად 354 589 ლარის ტენდერი გამოაცხადა

563

ქუთაისის მერიამ შადრევნის მოწყობის მიზნით  354 589 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. დინამიკური  პროგრამირებადი შადრევნის მოწყობა  ქუთაისში, სოლომონ პირველის ქუჩა #53-ის მიმდებარედ, ხარაზოვის სკვერში იგეგმება. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

NAT190019515 ტენდერის პირობების თანახმად  წინადადებები მიღება 18 ოქტომბერს იწყება და 21 ოქტომბერს სრულდება. ანალოგიური ტენდერი მერიამ წინა თვეში გამოაცხადა, თუმცა ტენდერში მონაწილეობის სურვილი არცერთმა კომპანიამ არ დააფიქსირა.

შეგახსენებთ, ხარაზოვის პარკს და იქ არსებულ შადრევან რეაბილიტაცია რამდენჯერმე ჩაუტარდა, თუმცა ინფრასტრუქტურა კვლავ ამორტიზირებულია. ამჯერად, სამუშაოების საგარანტიო ვადა  3 წლით განისაზღვრა.