დღეის მდგომარეობით თბილისში, დაახლოებით, 7 700 A კატეგორიის და 8 800 B კატეგორიის ტაქსი მოძრაობს

37

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით თბილისში, დაახლოებით, 7 700 A კატეგორიის და 8 800 B კატეგორიის ტაქსი მოძრაობს.

მისი თქმით, ეს არის ტაქსის რეფორმას აუცილებლად ექნება მესამე ეტაპი, რომელიც მორგებული იქნება უკეთეს ხარისხზე და ტაქსების ბაზარზე სტაბილურ ეკონომიკურ პირობებზე.

“ჩვენ აქამდე გადავდგით ნაბიჯები, რომელიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებაას და ვიზუალურ სტანდარტს. თქვენ იცით, რომ ყველა ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც დღეს A ან B კატეგორიაში არიან, აქვთ ვალდებულება ორჯერ გაიარონ ტექნიკური დათვალიერება, თუმცა, სამწუხაროდ, გვყავს ისეთი ტაქსის მძროლები, რომელთა ავტომოილებმაც ტექდათვალიერებისას ვერ დააკმაყოფილეს კანონში არსებული მოთხოვნები, 27 ათასი ლიცენზიატიდან ასეთი, დაახლოებით, 30% იყო”, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძის განცხადებით, მერიამ ვიზუალური სტანდარტის შექმნა და მათთან შესაბამისობაში ავტომანქანის მოყვანა ისე მოახერხა, რომ ეს ტაქსის მძღოლებს ფინანსურ ტვირთად არ დაწოლიათ.

რაც შეეხება ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპს, თბილისის მერის თქმით, მოსახლეობას ამასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდიან.