ქართული სულგუნი ყველის საუკეთესო სახეობათა შორის მოხვდა

113

ქართული ყველი მსოფლიო კულინარიის რუკაზე. ვიდეოში, რომელშიც მსოფლიოში ყველის საუკეთესო სახეობებია წარმოდგენილი, ქართული სულგუნი მოხვდა. ვიდეო პორტალმა Insider მოამზადა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

კულტურული ძეგლის სტატუსი რამდენიმე წლის წინ ყველის კიდევ ერთ სახეობას – „ტენილს“ მიენიჭა. ქართული ყველის მკვლევრის თქმით, ქვეყანა, რომელშიც ამ პროდუქტის 30-ზე მეტი სახეობაა, მსოფლიო კულინარიაში მალე ღირსეულ ადგილს დაიკავებს.