ზუგდიდში სპორტული მოედნების რეკონსტრუქციისთვის 100 ათას ლარზე მეტი გამოიყო

673

ზუგდიდის ცხრა ქუჩაზე არსებული ათი სტადიონის რეკონსტრუქცია იგეგმება. ადგილობრივმა მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. საუბარია თამარ მეფის, სერგიას, შარტავას, ჩიქოვანის, ქუჯის, ც.დადიანის N3 და N1, ჭყონდიდელის, ჭავჭავაძის და წმ.გიორგის ქუჩებზე. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 101 306 ლარია. სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 40 დღეში უნდა დასრულდეს.

დაზიანებული ხელოვნური ბალახის ჩამატება, ფეხბურთის კარებზე ბადის მოწყობა, მაყურებელთა ტრიბუნის ჩამოსაჯდომი ფიცრის აღდგენა, ბოძებზე სანათების მოწყობა, – ეს იმ სამუშაოების მცირე ჩამონათვალია, რომელიც უნდა განხორციელდეს.