ქობულეთის ორ სოფელში ასფალტბეტონის გზები კეთდება

62

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ალამბარი-ცეცხლაძეების საავტომობილო გზის 0,76 კმ. სიგრძის მონაკვეთზე, ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში 4 400 კვ.მ ასფალტობეტონის საფარი და 900 გრძ.მ. სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა მოეწყო. პროექტის ღირებულება 444 433 ლარს შეადგენს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ქობულეთი-სკურდას ხეობის საავტომობილო გზაზე კი 900 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ჯერ ისევ მიმდინარეობს.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა 4463 კვ.მ ასფალტბეტონის საფარი და 1 035 გრძ.მ. სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა. სამუშაოებს შპს „სამკუთხედი“ ასრულებს და პროექტის ღირებულება 797 000 ლარს შეადგენს.