სენაკის სოფელ მენჯში 11 მცირე ინსფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

207

სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული 11 ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად ხორციელდება.

სენაკის მერიის ცნობით, ადგილობრივ მაცხოვრებელთა მიერ განისაზღვრა სოფლის პრიორიტეტები, რისთვისაც 68 000 ლარი გამოიყო.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი ასეთია: ბათარიას უბანში – შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება; ბათარიას უბანში – მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა’
ბათარიას უბანში – საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია; სახარბედიოს უბანში – საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება; სახარბედიოს უბანში – სოფლის წყაროს მიმდინარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;სახარბედიოს უბანში – შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და ცხაურის მოწყობა; საწულეისკირიოს უბანში – საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება; სკურიის უბანში – შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება; პერტულის უბანში – შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება, ხიდბოგირის რეაბილიტაცია; საგაბისკირიოს უბანში – შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და კიუვეტის მოწყობა.