ხარაგაულში 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის ახალი ჭაბურღილების მოწყობა იგეგმება

137

ხარაგაულის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ხარაგაულში  24 საათიანი წყალმომარაგების აღდგენაზე ისაუბრეს.

როგორც მერიაში აცხადებენ, კომპანიას უკვე მზად აქვს პროექტები, რომლის მიხედვითაც ხარაგაულში ე.წ „წყალკანალის“ ტერიტორიაზე ახალი ჭაბურღილების მოწყობა და სტიქიით დზიანებული ლეღვნის წყლის მაგისტრალის აღდგენა მოხდება. ამის შესახებ ინფორაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს.

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აქტივების სამსახურის უფროსის, ნიკა კახიძის ინფორმაციით, ხარაგაულის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ლეღვნის სათავე ნაგებობის აღდგენასთან ერთად ხარაგაულში აუცილებელია ალტერნატიული ჭაბურღილების მოწყობა, რადგან როგორც ცნობილია ძლიერი ნალექის დროს ლეღვნის წყალი იმღვრევა, რის შემდეგაც მოსახლეობას წყალმომარაგება უწყდება.

რაც შეეხება აღნიშნულ პრობლემას კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, საპროექტო ორგანიზაცია ვერ მივიდა იმ წერტილამდე საიდან ხდება ლეღვნის წყლის ამღვრევა. რეალურად ეს არის ბუნებრივად, მიწისქვეშ კარსტული წარმოშობის წყალი, რომელსაც საიდანღაც ემატება უხვი ნალექის შედეგად მთიდან წამოსული ნიაღვრის წყალი და ხდება ამღვრევა.

“გამომდინარე აქედან, კომპანია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნლებთან ერთად თანხმდება შემდეგზე: ხარაგაულის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის იმუშავებს ორი სათავე ნაგებობა, უხვი ნალექსი დროს გაითიშება ლეღვნის სათავე და ჩაირთვება ხარაგაულის ალტერნატიული ჭაბურღილი.  ამ ეტაპზე ორ მხარეს შორის მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკური დეტალების დაზუსტება,”- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.