ტყიბულში ჩაის ფაბრიკა შენდება

110

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ჩაის ფაბრიკა შენდება. პროექტს შპს ,,ოკრიბა“ სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახორცილებს.

ფაბრიკის მშენებლობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე დაინტერესდა, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს და პროექტის დეტალებს ადგილზე გაეცნო.

პროქტის ღირებულება 1, 1 მილიონ ლარს შეადგენს. ახლო მომავალში საწარმო, ასევე აღიჭურვება შესაბამისი დანადგარებით და გაზაფხულიდან ჩაის გადამუშავებას დაიწყებს.

ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა ,,ქართული ჩაი“-ს ფარგლებში, შპს ,,ოკრიბამ“ 30 ჰა-ზე გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოახდინა. მომავალში კომპანია 70 ჰა-ის ათვისებას გეგმავს და ტყიბულის ჩაი ადგილობრივთან ერთად, ევროპის ბაზარსაც მოიცავს.