ბათუმში ქარხნის ყოფილ შენობაში თვითნებურად შესახლებული ეკომიგრანტები ფართების დაკანონებას ითხოვენ

931

ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ყოფილ შენობაში თვითნებურად შესახლებულები აქციას მართავენ. ისინი ფართების დაკანონებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მაღალმთიანი აჭარიდან ეკომიგრანტები არიან და სხვა საცხოვრებელი არ აქვთ. მათი თქმით, შენობაში სულ 21 ოჯახი ცხოვრობს.

“აჭარის მთავრობასა და ბათუმის მერიას შენობის დაკანონების მოთხოვნით რამდენჯერმე მივმართეთ, თუმცა გვითხრეს, რომ ჩვენ არ გვეხებაო და იმ მუნიციპალიტეტებში დაბრუნდით, სადაც თავდაპირველად ცხოვრობდითო. ჩვენ არ ვითხოვთ პირობების გაუმჯობესებას, ვითხოვთ ჩვენი ფართების დაკანონებას. აქ ვცხობრობ უკვე 7 წელია, ვარ სოციალურად დაუცველი, მყავს ოთხი შვილი. კიდევ რამდენი წელი უნდა ვიცხოვრო გაურკვევლობაში“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.