ბაკურიანში ახალი მოდელის საბაგიროები კეთდება – როგორ ხვდება ზამთრის კურორტები მოახლოებულ სეზონს

709

ბაკურიანში კეთდება აბსოლუტურად ახალი მოდელის საბაგიროები, ეს არის  6-ადგილიანი სავარძლის ტიპის საბაგირო,  საათში საბაგიროს გამტარუნარიანობა 1600 კაცია. ეს რიცხვი მომავალში საჭიროების მიხედვით გაიზრდება. აქამდე ბაკურიანში პრაქტიკულად არც ერთი საბაგირო არ იყო ამ მოცულობებზე გათვლილი,“ – მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თამაზ გამცემლიძე ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად  „კომერსანტთან“ ზამთრის კურორტებზე დაგეგმილ და მიმდინარე სამუშაოებზე საუბრობს.

თამაზ გამცემლიძის თქმით, ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბაკურიანში ზამთრის სეზონისთვის მზადებასთან ერთად 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, საქართველო თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა.

მისი თქმით, წლევანდელ სეზონზე ბევრი სიახლეა. ბაკურიანში 3 საბაგიროს მშენებლობაა დაწყებული, ასევე  დაბას დაემატება სასრიალო ზონები.

“ნოემბერში ველოდებით გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, რომელიც ბაკურიანის ხელოვნურ გათოვლიანებას და წყლის რეზერვუარის პროექტირებას  უზრუნველყოფს. პროექტი გულისხმობს ხელოვნური გათოვლიანებისთვის ორი წყლის რეზერვუარის მოწყობას და ხელოვნური გათოვლიანების სისტემის პროექტრებას როგორც ახალ არეალში, ასევე კოხტა-მიტარბის ტერიტორიაზე,  ამბობს გამცემლიძე.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ზამთრის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გუდაურში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.

თამაზ გამცემლიძის განცხადებით, გუდაურში ძალიან მალე დაიწყება ანტი-საზვავე სისტემების მოწყობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება და უსაფრთხო სრიალის კიდევ ერთი დამატებითი საშუალება იქნება.

“20 მილიონიანი პროექტი კეთდება გუდაურში საზვავე სისტემების, რომლის ნაწილი წელს დასრულდება და ნაწილი გაისად. გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას.

ასევე დაიწყო საბაგიროს აბონემენტების ადრეული  გაყიდვებ  5 ოქტომბრიდან და გაგრძელდება 31 ოქტომბრამდე.  აქამდე მსგავსი რამ არ ყოფილა, ეს მოიცავს უფროსებისთვის  25%-მდე ფასდაკლებას სეზონურ აბონიმენტზე და 30 პროცენტიან ფასდაკლებას ბავშვებზე. 1 ნოემბრიდან 20 ნოემრის ჩათვლით ასევე ფასდაკლებით გაიყიდება აბონიმენტები, თუმცა შედარებით ნაკლები ფასდაკლებით, -ამბობს გამცემლიძე.