ცხინვალში ერთ-ერთ ქუჩას პუტინის სახელი დაარქვეს

704

ოკუპირებულ ცხინვალში ერთ-ერთ ქუჩას პუტინის სახელი უწოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავრცელებენ.

მათი ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სახელი მოსკოვის ქუჩას დაერქმევა.

„ცხინვალის ყველაზე ლამაზი ქუჩა რუსეთის პრეზიდენტის სახელობის იქნება. ეს გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს, რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მიიღო, სამხრეთ ოსეთის ხალხის მხარდაჭერისთვის უდიდესი მადლიერების ნიშნად“, – აცხადებენ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

ეს უკვე მეორე ქუჩაა ცხინვალში, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა პუტინის სახელი დაარქვეს.

კრემლის ლიდერი 67 წლის 7 ოქტომბერს გახდა და ცხინვალის სეპარატისტულმა ხელმძღვანელობამ კრემლის ლიდერს დაბადების დღე ასე მიულოცა.