ქობულეთში, განახლება-ზედა ახალშენის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

596

ქობულეთის მუნიციპალიტეტში განახლება-ზედა ახალშენის საავტომობილო გზაზე 1,05 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 3 675 კვ.მ ასფალტობეტონის საფარი და 750 გრძ.მ. სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა. სამუშაოები შპს „პალადა“-მ შეასრულა. პროექტის ღირებულება 390 990 ლარს შეადგენს.

ამასთან, სოფელ ქობულეთი-სკურდას ხეობის საავტომობილო გზაზე 900 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა 4 463 კვ.მ ასფალტბეტონის საფარი და 1 035 გრძ.მ. სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა. სამუშაოებს შპს „სამკუთხედი“ ასრულებს და პროექტის ღირებულება 797 000 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.