ხარაგაულის სოფელ ლაშეში 2018 წელს დასასრულებელი საუბნო გზების რეაბილიტაცია ჯერ ისევ მიმდინარეობს

722

სოფელ ლაშეში საუბნო გზების რეაბილიტაცია (მანჯავიძეები, მაჭავარიანები, ცისკაძეები) დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში ბეტონის სფარი მაჭავარიანების უბანში – 300 მეტრზე, მანჯავიძეების უბანში – 580 მეტრზე, ხოლო ცისკაძეების უბანში 330 მეტრზე მოეწყო.

ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, ლაშეში საუბნო გზების რეაბილიტაცია 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშენებელმა კომპანიამ ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც სახელშეკრულებო ვადების დარღვევიდან გამომდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, დღეს, სანქციების თანხლებით ახორციელებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს განცხადებას, სადაც ბოდიშს იხდის, მათგან დამოუკიდბელი მიზეზების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის.