ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია უტარდება

53

ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლითაც 2 000-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს. როგორც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ქვედა და ზედა საქარის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას უტარდება.

მათივე ინფორმაციით, პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 239 179 ლარია.

“ქვედა საქარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია თავისი მასშტაბებით მნიშვნელოვანი პროექტია. აღნიშნული გზის მონაკვეთი ორ სოფელს, ქვედა და ზედა საქარას აკავშირებს ერთმანეთთან. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 2000 – ზე მეტი ადამიანი შეძლებს“, – განაცხადა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.

გზის ზედაპირის აღდგენა პროექტის მიხედვით ბეტონის საფარით მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “ალპედე“ ახორციელებს.