ბორჯომში სამ ქუჩაზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

800

ბორჯომში 3 ქუჩაზე სხვადასხვა სახის სამშენებლო- სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტროტუარზე დამონტაჟდა თუჯის ბოძკინტები, გურამიშვილის ქ. №6-თან მოეწყო მოაჯირები, ჭავჭავაძის ქუჩაზე კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა ძველ ამორტიზებულ ღობეებსა და აკაკის ქუჩაზე ასასვლელ კიბეებს.
აღნიშნული ქუჩები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და ტურისტულად საკმაოდ დატვირთულია, ამიტომ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 57 050 ლარით დაფინანსდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი