კალაძე: 1 ოქტომბერს ტაქსის მძღოლებისთვის გამოწერილი ჯარიმები ერთჯერადად ამნისტირებული იქნება

720

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, 1 ოქტომბერს ტაქსის მძღოლებისთვის გამოწერილი ჯარიმების შესახებ მერიას პარლამენტთან ჰქონდა კომუნიკაცია და ერთჯერადად ეს ჯარიმები ამნისტირებული იქნება. ამასთან მერის შეფასებით დედაქალაქში “ტაქსების რეფორმა” შედგა:

“ეს არ არის რეფორმის დასასრული, ეს არის რეფორმის დასაწყისი. რასაც დავპირდით მოსახლეობას, ტრანსპორტის მიმართულებით, აუცილებლად გავაკეთებთ”, – თქვა კალაძემ.

2 ოქტომბერს თბილისის ვიცემრმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლებს 1 ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმები არ ჩამოეწერებათ. დღეს, 3 ოქტომბერს, კი დეპუტატებმა პრემიერს მიმართეს, ტაქსის მძღოლების ჯარიმის გაუქმებისთვის ბრძანებულება გამოსცეს.

შეგახსენებთ, რომ პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ამოქმედდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, ტაქსი თეთრი ფერის, 4-კარიანი, მარცხენა საჭიანი ავტომობილი უნდა იყოს.