ნოქალაქევში, სავარაუდოდ, ანტიკური ხანის ბრინჯაოს ჭურჭელი აღმოაჩინეს

1221

ნოქალაქევში ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა დაფიქსირდა. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს. მისი თქმით, ეს არის ბრინჯაოს ჭურჭელი, რომელიც, შესაძლოა, ე.წ. ამფორა იყოს – ვიწროყელიანი ორყურა დიდი ჭურჭელი ღვინის, ზეთის და სხვა სითხის შესანახად, რაც იშვიათი მონაპოვარია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ნიკოლზ ანთიძის თქმით, ნივთი თბილისში დღეს ჩამოვა და ეროვნული მუზეუმის ლაბორატორიაში გაწმენდენ. შემდეგ კი მოხდება მისი კონსერვაცია.

“დადასტურებით ამიტომ ვერ ვამბობთ, ნამდვილად ამფორაა თუ არა. ეს არის პირველადი შეფასება, რაც ჩვენ მოვახერხეთ სურათებით. ჭურჭელი სავარაუდოდ ანტიკური პერიოდისაა”, – აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ჭურჭელს მოგვიანებით ნოქალაქევის მუზეუმში მოათავსებენ, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს.