მარნეულში წყლის პრობლემა მოგვარდება

592

მარნეულის მუნიციპალიტეტში   წყალმომარაგების  სისტემის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.  პროექტი, რომლის ღირებულება 60 მილიონი ლარია, მოიცავს მარნეულის, ყიზილაჯლოს, ჯანდარის, წერეთლის, საიმერლოსა და ბეგლიარის სასმელი წყლისა და კანალიზაციის სრულ რეაბილიტაციას.
პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ.  პროქტის დეტალები მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ  შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილა.