მცხეთის პირველ საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურა განახლდა

1058
სკოლა ტუალეტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა დასრულდა, ზოგ მათგანში კი სამუშაოები ისევ გრძელდება.

მცხეთის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მცხეთის პირველ საჯარო სკოლაში დასრულდა სველი წერტილების მშენებლობა. მოხდა სკოლის შესასვლელების, სპორტული მოედნისა და ბილიკების მოწესრიგება, რომლებიც ადაპტირდა შშმ პირთათვის. დაიგო ასფალტის საფარი ეზოში არსებულ კალათბურთის მოედანზე, გარემონტდა სპორტული დარბაზის გასახდელები, განახლდა ჭერი და კედლები.

მცხეთის მუნიციპალიტეტში განათლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად წელს 770 000 ლარი გამოიყო, რომლითაც სკოლებში 8 პროექტი განხორციელდა.

მშენებელი კომპანიები სკოლებში სამუშაოებს უახლეს დღეებში დაასრულებენ და მოსწავლეებსა და პედაგოგებს განახლებულ, კეთილმოწყობილ გარემოში შეეძლებათ სასწავლო პროცესის გაგრძელება.