შუქნიშნების მონტაჟისთვის გურჯაანის ბიუჯეტში თანხა აღარ არის

42

გურჯაანში შუქნიშნების პრობლემა ისევ აქტუალურია. კონსტრუქცია თბილისიდან გასულ წელს უკვე ჩამოიტანეს, თუმცა მისი დამონტაჟება დღემდე ვერ ხერხდება. ამის შესახებ სპექტრი.გე წერს.

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, პროექტი უკვე შესყიდულია და ამჟამად თანხის მოლოდინში არიან.

„საპროექტო სამუშაოები დასრულებულია, თუმცა რეგფონდებიდან ვერ ვაფინანსებთ, რადგან მათ მოთხოვნებში არ ჯდება. ამიტომ რა წუთშიც ადგილობრივ ბიუჯეტში შემოვა თანხა, სამუშაოებს მაშინვე დავატენდერებთ. ეს ჩვენი ქალაქისთვის ნომერ პირველი პრობლემაა და აუცილებლად უნდა გადაიჭრას“, – ამბობს ბერიძიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ გურჯაანში შუქნიშნები სამების ეკლესიასთან და ჯეო ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს.