ნაძალადევის რაიონში მანჯგალაძის ქუჩაზე ავარიულ საცხოვრებელ შენობას ამაგრებენ

47

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩა N1-ში, საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

“ამ ეტაპზე, შენობის საფუძვლის კაპიტალური გამაგრება ხდება. ასევე, გაილესება და შეიღებება ფასადი და გარკვეული სარემონტო სამუშაოები ჩატარდება საცხოვრებელ ბინებში”, – განმარტავენ გამგეობაში.

მათივე ცნობით, მანჯგალაძის ქუჩა N1-ში გამაგრების სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა ბიუჯეტიდან 56 000-მდე ლარს გამოყოფს.

“ამ ეზოში ერთ შენობას გამაგრება რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა. ახლა რეაბილიტაციას ვუტარებთ მეორე ფლიგელს. შენობა ძალიან დაზიანებული, კედლები კი გახსნილი იყო. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო ბევრად უსაფრთხო იქნება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიობის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.