დიდუბის რაიონში უსაფრთხოების მოაჯირებსა და ბოძკინტებს ამონტაჟებენ

77

დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბესა და დიღმის მასივში უსაფრთხოების მოაჯირებსა და ბოძკინტებს ამონტაჟებს.

გამგეობის ცნობით, უსაფრთხოების მოაჯირები დამონტაჟდა შემდეგ მისამართებზე: დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-15 და მე-19 კორპუსებთან, მეოთხე კვარტლის მე-13 კორპუსთან, მეოთხე კვარტლის მე-13 კორპუსთან, მეხუთე კვარტლის 23-ე კორპუსთან და აკაკი წერეთლის გამზირის N76-თან. გარდა ამისა, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების მიზნით, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-13 კორპუსთან, მეექვსე კვარტლის მე-10 კორპუსთან და ახმეტელის ქუჩის N10-თან ბოძკინტები განთავსდა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 79 416 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელა.

‘მოსახლეობის მიერ შემოტანილი განცხადებების საფუძველზე, უსაფრთხოების მოაჯირებისა და ბოძკინტების მონტაჟი მიმდინარე წლის განმავლობაში სხვა მისამართებზეც იგეგმება”, – განმარტავენ გამგეობაში.