მიმდინარე წელს საბურთალოს რაიონში 131 სხვადასხვა სახის პროექტისთვის 1.9 მილიონამდე ლარი დაიხარჯა

1167

საბურთალოს რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, მიმდინარე წელს 131 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა.

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 856 475 ლარით დაფინანსდა.

“სადარბაზოს შიდასარემონტო სამუშაოები 33 მისამართზე ჩატარდა. მათ შორის, ნუცუბიძის ქუჩა N46, ყაზბეგის გამზირის N29/22, ანტონოვსკაიას ქუჩა N9ბ და დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონის N10 კორპუსში; წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 19 მისამართზე განხორციელდა; ექვს მისამართზე ქანობიანი და 12 მისამართზე ბრტყელი სახურავი შეკეთდა. მათ შორის არის, გრიგოლ ფერაძის ქ. N27, სადაც ქანობიანი სახურავი მოეწყო და ვაჟა-ფშაველას გამზირის N37 კორპუსში ბრტყელი სახურავი. “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 25 ლიფტი რეაბილიტირდა. სამ მისამართზე კი სართულშუა ნაპრალის ამოვსების სამუშაოები ჩატარდა. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოები გამგეობის ბიუჯეტიდან 100%-ით დაფინანსდა”, – აცხადებენ საბურთალოს რაიონის გამგეობაში.