კრწანისში რამდენიმე მისამართზე ახალი ლიფტები დამონტაჟდა

615

კრწანისის რაიონში სხვადასხვა მისამართზე ახალი ლიფტები დამონტაჟდა.

“გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონში ძველი ლიფტები ახლით სამ მისამართზე შეიცვალა. კრწანისის ქ. N16 კორპუსი 2 , სოლომონ II ქ. N3 და კრწანისის ქ. N16 კორპუსი 5 -ში ახალი ლიფტების მოსაწყობად კრწანისის გამგეობის ბიუჯეტიდან 58 000 ლარი გამოიყო”, – აცხადებენ კრწანისის რაიონის გამგეობაში.