იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანაშემწედ ჟურნალისტი რაულ ქირია ინიშნება

847

ჟურნალისტი რაულ ქირია იმერეთის სახელმწიფო რწმუნების ადმინისტრაციაში იწყებს მუშაობას. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ რაულ ქირია სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის თანაშემწის პოზიციას დაიკავებს. ინფორმაციას გამოცემა ნიუპრესი ავრცელებს. 

თავად ქირია “ნიუპრესთან” გუბერნიაში გადასვლას ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ პოზიცია დაზუსტებით დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

რაულ ქირია 2007 წლიდან 2013 წლამდე ჯერ აფხაზეთის მთავრობის პიარსამსახურის ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი იყო.

ამ დრომდე კი ის ახალი ამბების სააგენტო Front News International-ის ხელმძღვანელობდა.