კარალეთში, დევნლთა ჩასახლებაში, შიდა გზების მოწყობისთვის 4 მლნ ლარამდე დაიხარჯება

63

გორში, სოფელ კარალეთის დევნილთა დასახლებაში გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება და წლის ბოლოს დასრულდება.

სამუშაოებზე 4 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული, რომლის დასრულების შედეგადაც ადგილობრივები განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

“დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. გარდა კარალეთის დევნილთა ჩასახლებისა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა ჩასახლებებში სხვადასხვა სახის სამუშაოები, როგორიცაა კანალიზაციის, სკვერის თუ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენი მიზანია, რომ ჩასახლებებში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს შევუქმნათ შესაბამისი პირობები”, – აცხადებს შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი.