ფოთის მერიამ ახალგაზრდებისთვის ინოვაციური პროექტი – “ახალგაზრდების იდეა ფოთს“ დაიწყო

91

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდებისთვის ინოვაციური პროექტი “ახალგაზრდების იდეა ფოთს“ დაიწყო.

ფოთის მერიის ინფორმაციით, თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების კომპონენტი მიზნად ისახავს ფოთელი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ინოვაციური, საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული და ურბანული პროექტების წარმოჩენასა და მათ განხორციელებას.

პროექტის ფარგლებში 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ ინიციატივები ონლაინ პლატფორმის www.idea.poti.gov.ge საშუალებით წარადგინონ და იდეის გამარჯვებისთვის მოიპოვონ რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერის ხმა. ხმის მიცემა შეუძლიათ ქალაქ ფოთში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს. გამარჯვებული პროექტის/პროექტების განხორციელებისთვის განსაზღვრულია 300 000 ლარი, გამარჯვებულ იდეებს გამოავლენს ხალხი და განახორციელებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია.

იდეების მიღება დაიწყო 25 სექტემბერს და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გამარჯვებული იდეები 14 ნოემბერს გამოვლინდება.

#ახალგაზრდებისიდეა ფოთს http://idea.poti.gov.ge/

იზრუნე ქალაქზე, რომელიც გიყვარს! #ახალგაზრდებისიდეაფოთსhttp://idea.poti.gov.ge/

Posted by ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია – Municipality of Poti City on ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2019