თელავში წყალმომარაგებისა და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის პრობლემა აწუხებთ

73

თელავში ბოლო ორი თვის განმავლობაში მოსახლეობა სასმელ წყალს კვირაში 3 დღე 2 ან 3 საათიანი გრაფიკით იღებს. არის შემთხვევები, როცა წყალი რამდენიმე დღეც არ მოდის. ადგილობრივების ამ პრობლემაზე ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

სასმელ წყალთან ერთად ე.წ სამხედრო ქალაქის 36-ა კორპუსის მაცხოვრებლებისთვის პრობლემაა დაზიანებული საკანალიზაციო მილების საკითხი. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ დახმარებისთვის შესაბამის სტრუქტურებს განცხადებით არაერთხელ მიმართეს, თუმცა დღემდე საკითხით არავინ დაინტერესებულა.

თელავის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ქსოვრელიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია, მოსახლეობამ მერიას ოფიციალური წერილით მიმართოს, რის შემდეგაც შესაბამისი სტრუქტურა გაერთიანებული წყალმომარაგების კომოპანიასთან შუამდგოლობის საკითხს დააყენებს.