საგარეჯოს სოფელ გომბორში გადაუდებელი დახმარების ცენტრი შენდება

555

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში  “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი”-ს შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ქართლი.გე წერს. 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 214 849 ლარით ფინანსდება.

სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.