მარტვილის ერთ-ერთ ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა

110
ექიმი

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნომერ მეორე საბავშვო ბაღში სხვადასხვა ჯგუფის 15 აღსაზრდელი მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმაცია “იმედინიუსს” მარტვილის მერიაში დაუდასტურეს.

მარტვილის მერიის ინფორმაციით, ყველა მათგანი მარტვილის საავადმყოფოში გულისრევისა და ფაღარათის ჩივილით გადაიყვანეს. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.