დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

735

დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში, N34, N35 და N36 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

გამგეობის ინფრმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ორი გასართობი მოედანი და ატრაქციონები მოეწყო, სულ 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა. გარდა ამისა, სკვერში საფეხმავლო ბილიკი, ლამპიონები და სკამები გაკეთდა. ტერიტორია კი ხის ღობით შემოისაზღვრა.

“რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს უკვე 20 სკვერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ამჟამად, სამუშაოები ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. აღნიშნული სკვერით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, რომლებიც უკვე შეძლებენ კომფორტულ და კეთილმოწყობილ სივრცეში გართობას და დასვენებას“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 122 437 ლარი დაიხარჯა, კომპანია “ტაომ“ შეასრულა.