გორში სტალინის ძეგლის აღდგენის მოთხოვნით აქციების დაწყებას აანონსებენ

692

ორგანიზაცია “მეგობრობდა და სამართლიანობა” იოსებ სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს იწყებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. 

ორგანიცაზიის წევრები აცხადებენ, რომ ძეგლი უკანონოდ აიღეს და მოსახლეობის უმეტესობის აზრი არ გაითვალისწინეს. ისინი ძეგლის დადგმას ქალაქის ცენტრში, იმ ადგილზე ითხოვენ, სადაც ბრინჯაოს მონუმენტი 60 წელზე მეტ ხანს იდგა.

ორგანიზაციის წევრები უახლოეს დღეებში ძეგლის ცენტრალურ მოედანზე დაბრუნების მოთხოვნით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საქართველოს მთავრობის სახელზე წერილობით მოთხოვნას შეიტანენ.

ასევე აანონსებენ, რომ აქციებს ქალაქის ცენტრში 10 ოქტომბრიდან დაიწყებენ და როგორც ირწმუნებიან, 21 დეკემბრამდე გააგრძელებენ.

სტალინის ძეგლი გორის ცენტრალური მოედნიდან 2010 წლის ივნისში აიღეს. საკრებულოს დადგენილების მიხედვით, ძეგლი ბელადის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე უნდა გადაეტანათ. 2015 წელს საზოგადოების ერთ ჯგუფსა და საკრებულოს წევრების ნაწილს ძეგლის აღდგენის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა უშედეგოდ.

ისინიი აქციებს ქალაქის ცენტრში 10 ოქტომბრიდან იწყებენ და როგორც ირწმუნებიან, 21 დეკემბრამდე გააგრძელებენ.