ცქიტიშვილი: წყალმომარაგების პროექტების დაფინანსება 40 მილიონი ლარით იზრდება

100

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტში
წყალმომარაგების პროექტების დაფინანსება 40 მილიონი ლარით გაიზრდება, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

“წყალმომარაგება სფეროში ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ამ მიმართულებით 2019
წელს 30 % -ით გავზარდეთ ბიუჯეტი, თუმცა 2020 წლისთვის შევძელით კიდევ გამოგვენახა
რესურსი და გაგვეზარდა ბიუჯეტი 40 მილიონი ლარით, რაც დაახლოებით 18% -იანი ზრდაა. ამ
ბიუჯეტით ჩვენ შევძლებთ სხვადასხვა მასშტაბის პროექტების დასრულებას და მთლიანობაში, 70
000 ადამიანის წყალმომარაგების გამართული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას,“ – აღნიშნა
მაია ცქიტიშვილმა.