ქუთაისში ბერი თევდორეს ქუჩის მცხოვრებლები დაზიანებული წყლის მილების შეკეთებას ითხოვენ

859

ქუთაისში ბერი თევდორეს ქუჩის მცხოვრებლები მათ ქუჩაზე შექმნილ მდგომარეობას აპროტესტებენ.  მათი თქმით, რამდენიმე დღეა, წლის მილი დაზიანდა და მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. პრობლემის გამო მათ გადაადგილება უჭირთ. ადგილობრივები პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვენ.

„ერთადერთი ქუჩაა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რომლის გაკეთებასაც ყოველ არჩევნებზე გვპირდებიან, თუმცა უშედეგოდ. რამდენიმე თვის წინ დაიწყეს მილების გამოცვლა, რის გამოც ისედაც დაზიანებული ქუჩა უარესად გადათხარეს, უკვე აქ გადაადგილება შეუძლებელია. ამას ისიც დაემატა, რომ წყლის მილი დაზიანდა და რამდენიმე  დღეა მთელი ქუჩა დატბორილია. აქ გავლა შეუძლებელია, კი არ დავდივართ, დავცურავთ“,-აცხადებს ბერი  თევდორეს ქუჩის  მცხოვრები თეა მამალაძე.

გაერთიანებული წყალმომარაგების ქუთაისის ფილიალში აცხადებენ, რომ პრობლემა დღის ბოლომდე მოგვარდება.

„ამ დროისთვის ადგილზე გაგზავნილია შესაბამისი ჯგუფი და პრობლემა დღის ბოლომდე მოგვარდება“,-აცხადებენ წყალმომარაგებაში.

წყარო: ნიუსპრესი