გაერთიანებული ოპოზიცია ქუთაისის მერიას მოსახლეობის ინფორმირებულობისკენ მოუწოდებს

62

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას“ ქუთაისის წარმომადგენლები მერიას მოსახლეობის ინფორმირებულობისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას ინტეპრესნუსი ავრცელებს.

გაერთიანების წევრები ქუთაისის თვითმმართველობის შენობის შესაძლო გასხვისებას ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ თუ მერიის შენობა რეალურად სხვისდება, ამის შესახებ მოსახლეობას დროულად უნდა გააგებინონ.

გაერთიანების წევრებმა ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობასთან მეტი კომინიკაციისკენ მოუწოდეს.

“ბოლო დროს ქალაქში ვრცელდება ინფორმაცია ქუთაისის თვითმმართველობის ორგანოების ადგილმდებარეობის შეცვლის თაობაზე. სახელდება რამდენიმე ადგილი, სადაც ქუთაისის მერიის, საკრებულოსა და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განთავსება იგეგმება.

საზოგადოებისათვის ასეთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე არ არსებობს ოფიციალური ვერსია, რაც ვფიქრობთ, მინიმუმ მოსახლეობის მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

ჩვენი, ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანების მოთხოვნაა, რომ მივიღოთ ოფიციალური ინფორმაცია, იგეგმება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის გაყიდვა. რა ფასით და რა საინვესტიციო პირობით იქნება წარმოდგენილი აუქციონზე ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის თვალსაჩინო, ნაწილი? ვფიქრობთ, საზოგადოება იმსახურებს იცოდეს ყველა დეტალი, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ადგილის ცვლილებასა და აღნიშნული შენობის მომავალს უკავშირდება“, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გია თევდორაძემ.

გაერთიანებამ დღეს მერიას შესაბამისი განცხადებით მიმართა.

ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერიის შენობა სხვისდება.