შუალედურ არჩევნებზე მარტვილის სოფელ კიწიაში მხოლოდ “ოცნების” კანდიდატი იქნება

618

წინა სტატია

პოლიტიკური პარტიებისთვის შუალედურ არჩევნებში კანდიდატის რეგისტრაციის ვადა ამოიწურა და  მარტვილის N65 საარჩევნო ოლქში მხოლოდ ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული. კიწიის საარჩევნო უბანზე კენჭს მხოლოდ “ქართული ოცნების” კანდიდატი, რობერტ კაკულია იყრის უკონკურენტოდ.

სხვა პოლიტიკური სუბიექტები კი მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას ვეღარ შეძლებენ, რადგან პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისათვის რეგისტრაციის ვადა 27 სექტემბერს 18 საათზე ამოიწურა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს გაიმართება.

მარტვილის გარდა ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული ადიგენის სოფელ არალშიც, სადაც მხოლოდ “ქრთული ოცნების” კანდიდატი იყრის კენჭს. ლაგოდეხის სოფელ აფენში კი “ოცნებას” 2 ოპოზიციონერი კონკურენტი ეყოლება.