ბათუმში “ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

85

წინა სტატია

ბათუმში, “ოცნების ქალაქში“, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დროულად დაწყების მოთხოვნით აქცია გაიმართა. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, პროცესი გაჭიანურდა, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაპირებას არ შეასრულებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ გარანტიები არ აქვთ. ბინების გაუცემლობის შემთხვევაში ისინი ადგილების დაკანონებას ითხოვენ.

აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ შიში უსაფუძვლოა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღეში იგეგმება, სამუშაოები კი 15 ოქტომბრამდე დაიწყება.

ტერიტორიაზე ოჯახები 2012 წლიდან თვითნებურად დასახლდნენ, მას შემდეგ მუყაოს სახლებისა და მცხოვრებლების რაოდენობა იზრდება. 2019 წლის თებერვალში აჭარის მთავრობამ თვითნებურად დასახლებულებისთვის კორპუსების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.