საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა დღეს თბილისში დასრულდება

743

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი დღეს, 30 სექტემბერს, თბილისში დასრულდება. სხდომა ეროვნულ ბიბლიოთეკაში 4 საათზე დაიწყება. უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. საკონსტიტუციო ცვლილებებზე საორგანიზაციო კომისიამ, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, საერთო ჯამში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 11 შეხვედრა გამართა.

პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის გარდამავალი დებულებებიდან ამოღებულია ჩანაწერი 3%-იანი საარჩევნო ბარიერისა და პოლიტიკური პარტიების ბლოკების შესახებ. იმისათვის, რომ განისაზღვროს რამდენი მანდატი მიიღო პარტიამ, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე გაიყოფა.

მიღებული მთელი რიცხვი პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა იქნება. გადაუნაწილებელი მანდატების დარჩენის შემთხვევაში, ის საუკეთესო შედეგის მქონე პარტიებს შორის, რიგითობით განაწილდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა ჯამში 11 ქალაქში გაიმართა.