გურჯაანის სოფელ ვაჩნაძიანში შიდა საუბნო გზები კეთდება

567

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოასფალტდება გზა, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და მოეწყობა საგზაო ნიშნები.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ხორციელდება. სამუშაოებს ამხანაგობა ” ბილტმორი-2 ” შეასრულებს, რისთვისაც 145 578 ლარი დაიხარჯება. გზის რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება.